|
2025-04-10 12:39:35, 557 ნახვა
პოლიტიკა
დეპუტატებს ხელფასის 5% არა მხოლოდ კომიტეტის და პლენარული სხდომის დატოვების შემთხვევაში დაუკავდებათ, არამედ, ბიუროს სხდომისა და დროებითი კომისიის სხდომის დატოვების შემთხვევაშიც
დეპუტატებს ხელფასის 5% დაუკავდებათ არა მხოლოდ საპარლამენტო კომიტეტის და პლენარული სხდომის დატოვების შემთხვევაში, რასაც მოქმედი რეგლამენტი ითვალისწინებს, აგრეთვე ბიუროს სხდომისა და დროებითი კომისიის სხდომის დატოვების შემთხვევაშიც. ამ ფორმის სანქცია ახალი რეგლამენტის პროექტით შემოდის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. არსებული კანონით, რეგლამენტის დარღვევისთვის პარლამენტის წევრის მიმართ გათვალისწინებულია შემდეგი სანქციები: - სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა, გაფრთხილება, კომიტეტის სხდომის და პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზის დატოვება და ხელფასის დაკავება. პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც სანქციის სახით კომიტეტის სხდომის ან პლენარული სხდომის დარბაზის დატოვების მოთხოვნის გამოყენება ხდება, შესაბამისი თვის ხელფასის 5% უკავდება. ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად კი, დეპუტატებს ხელფასის 5% ბიუროს სხდომის და დროებითი კომისიის სხდომის დატოვების შემთხვევაშიც დაუკავდებათ. ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმება. ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი - 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)