20:01 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 11:17:04, 622 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პოლიციამ ორი ცნობილი ჟურნალისტი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში დღეს დილით ჩატარებული რეიდების დროს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ორი ცნობილი ჟურნალისტი დააკავა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტიმურ სოიკანი და მურატ აგირელი, რომლებიც ცნობილები არიან საგამოძიებო ჟურნალისტიკით და მთავრობის პოლიტიკისა და ინსტიტუტების მიმართ კრიტიკული პოზიციით, მუქარისა და შანტაჟის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

Reuters-ის ცნობით, სტამბოლის სისხლის სამართლის სასამართლომ დაამტკიცა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა ჟურნალისტების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისა და ციფრული მოწყობილობების ჩამორთმევის ორდერების გაცემის შესახებ.

აღნიშნული ორდერები სამართალდამცავებს უფლებას აძლევს, ამოიღონ და შეისწავლონ ჟურნალისტების კუთვნილი ციფრული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერები, მყარი დისკები და მობილური ტელეფონები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics