|
2025-04-10 11:03:21, 524 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ - როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?!
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალხი ჭყლეტაში მოყვაო - ასე როგორ გაიყიდეთ! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს. ამასთან, ვაშაძე „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ „ცრუ პროპაგანდის გავრცელებას თავი დაანებონ”. „ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალხი ჭყლეტაში მოყვაო… ასე როგორ გაიყიდეთ! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?! არ იცით, ვინ დაესხა თავს თავისუფლების მოყვარე ახალგაზრდებს 9 აპრილს რუსთაველზე? ან როგორ უსირცხვილოდ იმეორებთ როდიონოვის ვერსიას, რომ ხალხი ჭყლეტაში მოყვაო? - მაგრამ არ მიკვირს თქვენგან! გენერალი ლებედის - ცხრა აპრილის ერთ-ერთი ჯალათის მთავარ დამფინანსებელს - ივანიშვილს და მის რეჟიმს, რა საერთო გაქვთ 9 აპრილის გმირებთან ან საქართველოს თავისუფლებასთან? - არაფერი! შეწყვიტეთ ძალადობა, ცრუ პროპაგანდა და ტალახის სროლა! ეს ვერ გიშველით და გამოგიყვანთ კრიზისიდან. თქვენთვის მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)