|
2016-03-14 17:35:19, 543 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრში ბულინგის თემაზე ფორუმთეატრი გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და ახალგაზრდული ორგანიზაცია „START NOW“ -ს (“დავიწყოთ ახლა”) თანამშრომლობით, ბულინგის შესახებ ფორუმთეატრი გაიმართა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის იფნორმაციით, სპექტაკლი სასკოლო სივრცეში მოსწავლეთა მიერ ერთმანეთის ჩაგვრასა და საზოგადოების პასიურობის ფონზე კონფლიქტის გაღვივებას ასახავდა. ფორუმთეატრი ინტერაქტიული მეთოდიკის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის მიზანია პრობლემის წარმოჩენა და ერთობლივი გამოსავლის ძიება. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მსახიობებმა სპექტაკლი ორჯერ გაითამაშეს. მას შემდეგ, რაც სასცენო მოქმედებები განმეორდა, თითოეულ მაყურებელს მსახიობებთან ერთად სანახაობის მონაწილეობის საშუალება მიეცა. მაყურებლებმა შეცვალეს სცენარიც და თავად, საკუთრი ნებისა და შეხედულებების მიხედვით წარმართეს წარმოდგენა. ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა მაყურებელთან ორმხრივი და აქტიური კომუნიკაციაა. ფორუმთეატრს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები დაესწრნენ, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ გამართულ დისკუსიასა და ისაუბრეს სკოლაში ბულინგის მხრივ არსებულ გამოწვევებზე. მსგავსი სპექტაკლები იგეგმება თელავსა და გორშიც. იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)