|
2016-03-14 17:35:42, 347 ნახვა
პოლიტიკა
დევდარიანი კადრებზე: ის, რაც ხდება, ჩემთვის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაა
ის, რაც ხდება ბოლო პერიოდში, ეს ჩემთვის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაა, - ამის შესახებ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ხელმძღვანელმა ზვიად დევდარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ შეხვდა დღეს არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტს. „ეს არის შეთქმულება სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, შესაბამისად ჩვენ შევხვდით პრეზიდენტს. შეხვედრის სურვილი გამოვთქვით პრემიერ-მინისტრთან, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან. ის ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლების და დემოკრატიის საკითხებზე ვმუშაობთ ვთვლით რომ ყოველივე ამას საფრთხე ექმნება“, - განაცხადა დევდარიანმა. სიდას ხელმძღვანელის თქმით არასამთავრობოები მზად არიან აქტიური კონსულტაციისთვის. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ა/ო-ებს აქვთ სურვილი იმ ხელმძღვანელი პირების მხრიდანაც მოისმინონ ანგარიში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ საკითხებთან დაკავშირებით. „ძალიან კონკრეტული საკითხები დაისვა დღეს პრეზიდენტთან. ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის ბრძოლა მათ შორის საზოგადოების წინააღმდეგაც. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხრიდან წასული სწორი შეტყობინებები ძალზედ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზვიად დევდარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)