|
2025-04-09 16:05:32, 527 ნახვა
პოლიტიკა
„გახარია საქართველოსთვის“ - „ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
„ოცნების“ დღევანდელი მოქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისკენაა მიმართული - „ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მოსახლეობის დაპირისპირებისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომისთვის! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. პარტიის განცხადებით, „ქართული ოცნება“ რუსეთს უცხო სახელმწიფოდ აცხადებს და საქართველოს მტერსა და მეგობრებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს. მათივე თქმით, მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღწერა მოღალატეობრივი ქმედებაა და საქართველოს ისტორია არასდროს არავის პატიობს. „შემაშფოთებელია საქართველოს ისტორიის გადაწერისა და რეალობის გამრუდების მცდელობა, რომელიც „ქართული ოცნების“ გამოცხადებული მთავრობის მეთაურობით ახალი ძალით დაიწყო. „ოცნება“, ფაქტობრივად, უარყოფს საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიას, ქართველი ხალხის სიმამაცეს და თავგანწირვას, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა თაობის მიერ ჩვენი თვითმყოფადობისათვის გაღებულ მსხვერპლს და ცდილობს საქართველოს სუვერენიტეტის ისტორიული მტრის ვინაობა დაიცვას და შენიღბოს. „ოცნების“ ჯგუფი უბრალოდ უცხო სახელმწიფოდ აცხადებს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ოკუპაციის განმახორციელებელ, ჩვენი მშობლების, შვილების, დებისა და ძმების სისხლში გასვრილ რუსულ სახელმწიფოს და ტოლობის ნიშანს სვამს საქართველოს მტერსა და მეგობრებს შორის. „ოცნების“ დღევანდელი მოქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისკენაა მიმართული. მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღწერა მოღალატეობრივი ქმედებაა და საქართველოს ისტორია არასდროს არავის პატიობს. „ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მოსახლეობის დაპირისპირებისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომისთვის!,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)