|
2016-03-14 17:16:12, 347 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე საფრანგეთის ახალ ელჩს პასკალ მონიეს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩთან, პასკალ მონიესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ პასკალ მონიეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. პასკალ მონიემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას. დავით ბაქრაძემ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასევე, დემოკრატიული რეფორმების კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა და მიღწევების შესახებ. შეხვედრაზე, ასევე, განხილეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატებები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)