|
2025-04-09 12:31:53, 504 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - თავისუფლებისთვის ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი
კვლავაც გვიწევს ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, კვლავაც გვიწევს სამშობლოს გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან, ეს არის ჩვენი გზა, რომელსაც აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, - ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, 9 აპრილმა ქართველ ხალხს თავისუფლება მოუტანა. „დღევანდელი დღე, ერთი მხრივ, არის სასიხარულო ჩვენი ქვეყნისთვის, მეორე მხრივ, ეს არის სევდიანი დღე. 9 აპრილმა ჩვენ, ქართველ ხალხს მოგვიტანა თავისუფლება, შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. დღეს, ამდენი ხნის შემდეგ, კვლავაც გვიწევს ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, კვლავაც გვიწევს სამშობლოს გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან, ეს არის ჩვენი გზა, რომელსაც აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები და საქართველო ვაქციოთ ისეთ ქვეყნად, რომელსაც ისინი ნატრობდნენ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)