22:29 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 11:11:33, 627 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - 9 აპრილი ეროვნული სიმტკიცის, გმირობისა და თავისუფლების დღეა!

9 აპრილი ეროვნული სიმტკიცის, გმირობისა და თავისუფლების დღეა! საბჭოთა ტანკებმა ვერ დაგვაჩოქეს და ვერც ივანიშვილის ბოროტი რეჟიმი დაგვამარცხებს!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ადგილი ცივილიზებულ ხალხთა ოჯახშია.

„9 აპრილი ეროვნული სიმტკიცის, გმირობისა და თავისუფლების დღეა! საბჭოთა ტანკებმა ვერ დაგვაჩოქეს და ვერც ივანიშვილის ბოროტი რეჟიმი დაგვამარცხებს!

ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა – კულტურულად და პოლიტიკურად, ჩვენ ევროპა ვართ! ჩვენი ადგილი ცივილიზებულ ხალხთა ოჯახშია – იქ, სადაც უდიდესი ფასი აქვს თავისუფლებას, ღირსებას და ეროვნულ თავმოყვარეობას.

დღესაც ამ ბრძოლის წინა ხაზზე ვდგავართ და გამარჯვება აუცილებლად ჩვენ დაგვრჩება!

დიდება 9 აპრილის გმირებს!

დიდება თავისუფლებას!

დიდება საქართველოს!" - აცხადებს გიორგი ვაშაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics