|
2025-04-08 16:04:46, 544 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის კომიტეტებს თვეში არანაკლებ ორი საკომიტეტო სხდომის გამართვის ვალდებულების ნაცვლად, ერთი სხდომის ჩატარების ვალდებულება ექნება
პარლამენტის კომიტეტებს თვეში არანაკლებ ორი საკომიტეტო სხდომის გამართვის ვალდებულების ნაცვლად, მხოლოდ ერთი სხდომის ჩატარების ვალდებულება ექნება. გარდა ამისა, კომიტეტი აღარ იქნება ვალდებული, სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის სამუშაო შეხვედრების ოქმები პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს. პარლამენტში ინიცირებული ახალი რეგლამენტის პროექტით, კომიტეტებთან დაკავშირებული საკითხებიც ახლებურად წესრიგდება. პროექტის თანახმად, კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას კომიტეტი განსაზღვრავს, მაგრამ სასესიო პერიოდში უნდა გაიმართოს თვეში არანაკლებ ერთი სხდომისა. კომიტეტის სხდომა შეიძლება გაიმართოს სხდომის გამართვის თარიღის და დღის წესრიგის გამოქვეყნების დღიდან არაუადრეს მე-2 კალენდარული დღისა. ასევე ზუსტდება შემთხვევები, რომლებზეც აღნიშნული ვადა არ გავრცელდება. ეს შემთხვევებია: - კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა, ასევე კომიტეტის სხდომის იმავე დღისთვის გადადება. გარდა ამისა, ახალი რეგლამენტის პროექტით, შესაძლებელი იქნება კომიტეტის სხდომების სასესიო კვირის ისეთ დღეებში გამართვა, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომა არ იქნება. XI მოწვევის პარლამენტი ახალი რეგლამენტის მიღებას აპირებს. რეგლამენტის პროექტის ფარგლებში საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები ახლებურად წესრიგდება. ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება. ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი - 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)