|
2025-04-08 13:22:07, 630 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება
ის რაც დღეს ხდება, რომ რეჟიმი საქართველოს ტოვებს მარტო - ეს არის მიზანმიმართული ღალატი! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე წერს. გიორგი ვაშაძე გამოსავლისთვის ორ ნაბიჯს ასახელებს. „დღეს საქართველოს სჭირდება გამოსავალი, რომელიც გააერთიანებს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტას. პირველი ნაბიჯი - ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და კოალიციური მთავრობა. მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას. მეორე აუცილებელი ნაბიჯი - ევროკავშირთან და აშშ-თან სასწრაფოდ ურთიერთობის აღდგენა და მჭიდრო თანამშრომლობა. მხოლოდ ძლიერი მოკავშირეებით შეძლებს საქართველო აღიდგინოს თავისი ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე და მიიღოს ის მეტი უსაფრთხოება და დაცულობა, რაც ჩვენი მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო და დაუცველად. საკმარისია, შევცვალოთ ივანიშვილის მოძალადე რეჟიმი, დაჩქარებული წესით დაიწყება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც საქართველოს მოქალაქეს მისცემს მეტ პერსპექტივას, მეტ შემოსავალს და მეტ დაცულობას. მაგრამ ის რაც დღეს ხდება, რომ რეჟიმი საქართველოს ტოვებს მარტო - ეს არის მიზანმიმართული ღალატი! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება”, - გიორგი ვაშაძე წერს “ფეისბუქზე".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)