20:37 - 24 May, 2026
|
2025-04-07 17:50:35, 484 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპა აშშ-სთან ტარიფებთან დაკავშირებით კარგი შეთანხმებისთვის ყოველთვის მზად არის
ევროპა ტარიფების შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „ევროპა კარგი შეთანხმებისთვის ყოველთვის მზად არის. ამიტომ ეს ძალაში რჩება. ჩვენ სამრეწველო საქონელზე ნულოვანი ტარიფები შევთავაზეთ, რადგან ევროპა კარგი შეთანხმებისთვის ყოველთვის მზად არის. ასევე, მზად ვართ საპასუხო ზომებისთვის და ჩვენი ინტერესების დაცვისთვის“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, ტარიფები ამერიკელ მომხმარებელსა და ბიზნესს უზარმაზარ ხარჯებს აკისრებს. „ევროკავშირმა არსებული ბარიერებისგან გათავისუფლებით ერთიანი ბაზრის გასაძლიერებლად უნდა იმუშაოს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)