|
2016-03-14 15:24:43, 726 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება მაქვს და მომავალშიც მექნება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ კადრებს, შანტაჟსა და მუქარას ეხმაურება. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მუდამ სოლიდარული იქნება იმ ადამიანების მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს. პრეზიდენტი აქვე დასძენს, რომ მასაც აქვს ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება. ის ასევე მიმართავს საზოგადოებას, რომ სექსუალური ცხოვრება სამარცხვინო არ არის. „პირველ რიგში მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც ემუქრებიან შანტაჟით და ვისაც ემუქრება ეს ბნელი ძალა. მინდა მოგმართოთ ჩემო თანამოქალაქეებო, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა, ან მსოფლმხედველობის, მე ვდგავარ თქვენს გვერდით და მუდამ დაგიცავთ. მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს. ამის საბუთად შემიძლია დღეს ღიად, საზოგადოებას ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად, მაქვს სექსულაური ცხოვრება, მქონია სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და მექნება კიდე მომავალში და იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ და ამ თემას ყოველთვის მოვაშორებ რაღაცა უაზრო შავბნელ სტიგმას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)