|
2025-04-07 14:50:29, 546 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ყველაზე ცუდი
მოუსმინონ ბოკუჩავას, სამადაშვილს - მათი მეშვეობით ჰგონიათ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესს ითვალისწინებენ? ამ სამწუხარო რეალობამდე რომ დავიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ყველაზე ცუდი, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ევროპის საბჭოსგან ახლა საქართველოზე პოლიტიკური თავდასხმაა მოსალოდნელი. „აქ სურათი ნათელია მას შემდეგ, რაც საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვა. ეს განპირობებული იყო ძალიან კონკრეტული მიზეზით - როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დათქმით აღიარა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება... რა იქნება ახლა? დაახლოებით იგივე - საქართველოზე პოლიტიკური თავდასხმა. ამის უკან არანაირ ობიექტურობასთან, სამართალთან და მაღალ ღირებულებასთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს. წინასაარჩევნო კამპანია ეს იყო უპრეცედენტო ჩარევა, ასეთი რამ მსოფლიოს არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოებში არ ახსოვთ, რაც საქართველოში გააკეთეს. დამარცხდნენ და ახლა ბუნებრივია, იმ ძალებს, ვინც ეს თავის დროზე გააკეთა, განგრძობითი შურისძიების პოლიტიკა გააჩნიათ. ასე რომ, მოუსმინონ ბოკუჩავას, სამადაშვილს და ამათი მეშვეობით ჰგონიათ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესს ითვალისწინებენ? ამ სამწუხარო რეალობამდე რომ დავიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ყველაზე ცუდი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)