|
2025-04-07 12:36:34, 546 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - დღეს PACE სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს, სამადაშვილებს და ატყუონ ერთმანეთი
დღეს იმ ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს, სამადაშვილებს, რომლებსაც ქართულ საზოგადოებაში ლეგიტიმაცია არ აქვთ და ატყუონ ერთმანეთი - ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან და ამ ლიდერებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რჩება ევროსაბჭოს წევრად, თუმცა ამ ტონალობაში ულტიმატუმებით საუბარს არავის „გაუტარებენ“. „რაც შეეხება ევროსაბჭოში დღეს დაგეგმილ დებატებს საქართველოს თემაზე, იცით, რომ ჯერ კიდევ წინა ვიზიტზე პროტესტის ნიშნად დავტოვეთ. იქ, სადაც ქართულ სახელმწიფოს უსამართლოდ ულტიმატუმებით და უფლებების დარღვევით ესაუბრებიან, ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად, თუმცა ამ ტონალობაში ულტიმატუმებით საუბარს არავის გავუტარებთ. დღეს ეს ქვეყანა სულ სხვა ქვეყანაა - ეს არ არის მონების ქვეყანა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის სახით აგენტურა მართავდა. დღეს, როგორც არასდროს, ისეა დამოუკიდებელი, თავისუფალი - ამ ქვეყანას [საქართველოს] მართავს ქართველი ხალხი, შესაბამისად ჩვენ არავის მივცემთ უფლებას და არ „გავუტარებთ“ ულტიმატუმებით უსამართლო მოქცევას. აქედან გამომდინარე, დღეს იმ ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს, სამადაშვილებს, რომლებსაც ქართულ საზოგადოებაში ლეგიტიმაცია არ აქვთ და ატყუონ ერთმანეთი. ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან და ამ ლიდერებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს. ეს არის ჩვენი პასუხი“, - განაცხადა ზარქუამ. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)