23:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 23:25:19, 1060 ნახვა

პოლიტიკა
ვატო შაქარაშვილი მთავარი არხის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარაშვილი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს თავს დასხა. შემთხვევა დღეს, 5 აპრილს მოხდა თბილისის ცენტრში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე - ქაშვეთის ეკლესიასთან.

მამნიაშვილი ამბობს, რომ ვატო შაქარაშვილს „მონა“ დაუძახა, რადგან 17 მარტს სწორედ მისი ორგანიზაციის მიმართვის გამო დააყადაღეს იმ ფონდების ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეებსა და სხვა სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

„შემთხვევით დავინახე ვატო შაქარაშვილი და გოგა ხაინდრავა - ვიდეო ჩავრთე და ვუთხარი, რომ მონა იყო თავისი საქმიანობის გამო, ფონდების დაყადაღება ვიგულისხმე. ამის გამო გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, რამდენჯერმე წიხლი დამარტყა და სახეში სილა გამაწნა ხუთ-ექვსჯერ. პოლიციამ როგორც კი დაინახა, მოვიდა. ეგენი რომ არ ყოფილიყვნენ, არ ვიცი, რა მოხდებოდა“, - ამბობს მამნიაშვილი.

ძალადობის შემთხვევა ჟურნალისტმა მობილურით გადაიღო. მასში ისმის ვატო შაქარაშვილის ხმაც.

ვატო შაქარაშვილი თავისუფალია. მან რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ გიორგი მამნიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა, თუმცა დასძინა, რომ გოგა ხაინდრავა მოშორებით იდგა:





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics