|
2025-04-05 14:16:08, 1060 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი მთავრობას - როდის უნდა გაუჩნდეს ჭიათურის მოსახლეობას თქვენი იმედი?
საქართველოს მთავრობა, როდის უნდა გაუჩნდეს ჭიათურის დაზარალებულ მოსახლეობას თქვენი იმედი? წინასაარჩევნოდ ხომ კარგად არბენინებდით ადგილობრივ ოლიგარქატს ხმების მოსაქუჩებლად? პოლიციას და ძველბიჭობას პირადობების დასატყვევებლად?! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ლილუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა აიღოს და დაზარალებულ ადამიანებს საბანკო სესხების პრობლემის მოგვარებაში მიეხმაროს. „საქართველოს მთავრობა როდის უნდა გაუჩნდეს ჭიათურის დაზარალებულ მოსახლეობას თქვენი იმედი? წინასაარჩევნოდ ხომ კარგად არბენინებდით ადგილობრივ ოლიგარქატს ხმების მოსაქუჩებლად? პოლიციას და ძველბიჭობას პირადობების დასატყვევებლად?! ასე უხდით სამაგიეროს ამ ხალხს? 4 ათასამდე ოჯახი რომ დარჩა შემოსავლის გარეშე თქვენი დროებითი მმართველის "ხაიას" და გაურკვეველი გარიგებებით მილიონების ქონება რომ გადაფორმ-გადმოფორმდა - მაშინ ხომ კარგად იყენებდით ამ ადამიანების შრომას. კეთილი ინებეთ და თქვენ სპონსორ და პროპაგანდისტ რუხაძეს, ტვ „იმედის“ და „ლიბერთი ბანკის“ მფლობელს „თხოვეთ“ როგორც სხვა რამეებს თხოვთ ხოლმე, ამ ხალხს მიეხმაროს. ან მოიქეცით როგორც ჯანსაღი ხელისუფლება უნდა იქცეოდეს, პასუხისმგებლობა აიღეთ და ამ დაზარალებულ ადამიანებს საბანკო სესხების პრობლემის მოგვარებაში მიეხმარეთ! ასეთი „ფორსმაჟორი“ ყოველდღე არ ხდება და ხელისუფლების ვალდებულებაა ასეთ დროს ადამიანებს გვერდით დაუდგეს!“, - წერს ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)