00:24 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 19:13:51, 926 ნახვა

პოლიტიკა
PACE ქართული ოცნების დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე 7 აპრილს იმსჯელებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 7 აპრილს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე დებატებს გამართავს - ამის შესახებ ცნობილი PACE-ს ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციიდან ხდება. 

ცნობისთვის, PACE-ში "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება ნაწილობრივ აღიარებულია.

მანამდე, მონიტორინგის კომიტეტმა "ქართული ოცნების" დელეგაციას შეუჩერა არაერთი უფლება, მათ შორის, შეუზღუდა კომიტეტებში მონაწილეობა.

ამასთან, საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებული რეზოლუციის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics