|
2025-04-04 12:07:15, 779 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ლიდერი, რაც ოპოზიციაა, ის არის ლიდერიც
სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ლიდერი. რაც ოპოზიციაა, ის არის ლიდერიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის განსახიერებაა. „მკითხეთ, რატომ არ არის სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერი? როგორ არ არის? სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ლიდერი. რაც ოპოზიციაა, ის ლიდერია. რასაც ხედავთ სალომე ზურაბიშვილში, ზუსტად ეს არის ოპოზიციის სარკე. ნათქვამია, ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო, რაც ოპოზიციაა, ის ლიდერია. სალომე ზურაბიშვილის როლი ოპოზიციაში არის ის, რომ საზოგადოებას დაანახოს, რა არის ოპოზიცია. მისი სახით, როგორც მისი რიტორიკით, ისე მისი ქვეყნის მიმართ მტრობით, ტყუილით, ჩვენ გვაქვს სახე ოპოზიციის. სხვათა შორის, თუ არ ვცდები, ორი დღის წინ ბრიტანეთის პარლამენტს დისტანციურად ჩაერთო საქართველოს არჩევნებში რუსულ გავლენასთან დაკავშირებით. ადამიანმა, რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, როდესაც არჩევნები ჩატარდა, საქართველოს დააბრალა, თითქოს არჩევნებში რუსეთის ჩარევის შედეგად დადგა შედეგები. შემდეგ პასუხი ვერ გასცა მათ კითხვას, რა ფაქტები ჰქონდა. ახლა ჩაერთო ლონდონში პარლამენტს და ვერცერთი ფაქტი ვერ დაასახელა. არ არის ეს სირცხვილი და მტრობა საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომ ასეთი ანტიქართული ბრალდებებით წარდგე? ზურგში დანა ჩაარტყა საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს, რომელმაც თავის დროზე აგირჩია პრეზიდენტად და აბრალო ტყუილები, შემდეგ გაიწიო, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ვიღაცამ მოგისმინოს. კითხვა დაუსვეს, რა ფაქტები გაქვთო. არაფერი ფაქტები არ მაქვს, მე ხომ უსაფრთხოების სამსახური არ ვარო. თუ ფაქტი არ გაქვს, აბა, რას ლაპარაკობ, რას აბრალებ. ეს არის პასუხისმგებლობა, რომ რაღაც როცა არ იცი, არ უნდა ილაპარაკო. აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს არის სალომე ზურაბიშვილის დანიშნულება, ვუყუროთ მას და მივხვდეთ, რა ოპოზიცია და ენჯეოსექტორი გვყავს, ვინაიდან ის არის დღეს სახე უცხოური გავლენით მოქმედი ოპოზიციისა და „ენჯეოების“. როგორც იტყვიან, მე ოპოზიციის ვერაფერი გავიგე. ერთი რამე ვიცი და ერთი რამ არის კარგი, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს დიდი უნარი, შეფუთოს, დამალოს რაღაც ნეგატივები, ამას პირდაპირ ვხედავთ, სარკე არის ოპოზიციის თავისი განცხადებებით, მტრობით, საქციელით, არაადეკვატური შეფასებებით, ურთიერთგამომრიცხავი რიტორიკით, განსახიერებაა ოპოზიციის. ამიტომ, ეს კარგია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)