22:28 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 13:04:46, 385 ნახვა

პოლიტიკა
რატიანი გავრცელებულ კადრებზე: ეს არის მეთოდი რომლითაც რუსი ოლიგარქები ერთმანეთს ებრძოდნენ

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები.

"ნაციონალურ მოძრაობაში" სამართალდამცავ სტრუქტურებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

„მთავრობა ამის შესაჩერებლად არაფერს არ აკეთებს. მეტიც ჩვენ უნდა გავიხსენოთ , რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მსგავსი კადრების გავრცელება იწყება. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ეს არის მეთოდი, რომლითაც რუსი ოლიგარქები ებრძოდნენ ერთმანეთს. ჩვენ მთელმა საზოგადოებამ ეს უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

განცხადებები "თავისუფალმა დემოკრატებმაც" გააკეთეს და პარტიის ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ მომხდართან დაკავშირებით გამოძიების შედეგები უახლოეს მომავალში დაიდოს.

„ამგვარი ვიდეოების გავრცელება ქართულ სახელმწიფოებრიობას ანგრევს. ამგვარი ტერორი ყველასთვის ძალიან დიდი უბედურების მომტანია", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics