|
2016-03-14 12:56:56, 394 ნახვა
პოლიტიკა
პაპავა ე.წ. ოდეერებზე: ვიცოდი, რომ უნივერსიტეტში ასეთი სიტუაცია იყო
„ვიცოდი რომ უნივერსიტეტში ასეთი სიტუაცია იყო, მაგრამ კონკრეტიკა მაშინ დადგა დღის წესრიგში როდესაც ყველამ გაიგო“, - ამის შესახებ თილისდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ე.წ. ოდეერის ინსტიტუტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუყცხადა. პაპავას თქმით, ის არაფერს არ მალავდა. „მე ნამდვილად არაფერს არ ვმალავდი. საკითხი როცა გამწვავდა და ყველამ გაიგო რა ხდებოდა ჩვენ ყურადღება მივაქციეთ და შესაბამისი განცხადებები გავაკეთეთ. ვიცოდი, რომ უნივერსიტეტში ასეთი სიტუაცია იყო, მაგრამ კონკრეტიკა დადგა მაშინ დღის წესრიგში როცა ყველამ გაიგო“, - განაცხადა პაპავამ. ცნობისთვის, ამ წუთებში თსუ-ში საპროტესტო აქცოია მიმდინარეობს. სტუდენტები მოითხოვენ ე.წ. ოდეერის ინსტუტის გაუქმებას და მიმართავენ გაფრინდაშვილს, რომ თავისი კანდიდატურა მოხსნას. შეგახსენებთ, ამ აქციის პარალელურად მიმდინარეეობს კონტრაქცია, რომელსაც თვითმმართველობის წევრები მართავენ. ისინი მიმართავენ სტუდენტებს: „თქვენ გატყუებენ. ვის ებრძვით? რას ებრძით? სტუდენტები ერთმანეთს როგორ ებრძვით?“, - აცხადებენ თვითმმართველობის წევრები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)