|
2016-03-14 12:42:04, 362 ნახვა
პოლიტიკა
დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
დღეს დილიდან პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი ვიდეო კადრები გავრცელდა. უცნობმა მომხმარებელმა სხვადასხვა სოციალურ ქსელში კადრები და ტექსტური შეტყობინება ატვირთა. ვიდეო მასალის აღწერაში გამავრცელებელი იმ მოტივებზე საუბრობს, რომლების გამოც აღნშნულ კადრებს ავრცელებს და ასევე სხვა ვიდეოს გავრცელებასაც აანონსებს. აღსანიშნავია, რომ ის გარკვეულ მოთხოვნებსაც აყენებს. ვიდეოს მაქსიმალურად ეფექტურად გავრცელებისთვის facebook-ში ჟუტრნალისტების პირად გვერდებზე განთავსება ხდებოდა. ერთ-ერთი მათგანი, ვის კედელზეც დღეს ვიდეო დაიდო, იყო რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ბერულავა. ჟურნალისტი უკვე პროკურატურაში იმყოფება. საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე ლაშა ბერულავამ მიღებული მასალის შესახებ კომენტარი გააკეთა. "მოვიტანე სქრინ ფოტოები, რომელცი მქონდა შენახული. ამის შემდეგ ცოტახანში, საგამოძიებო განყოფილებიდან მოვიდნენ. ამის შემდეგ შევეცადე მოქმედი ბმული ჩამერთო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ youtube გვერდი მთლიანად იყო დაბლოკილი", - განაცხადა ლაშა ბერულავამ. მისივე თქმით, მომხმარებელმა ის პროფესიული კრიტერიუმით და Facebook აქტივობით შეარჩიეს. მთავარი პროკურატურის პრეს სამსახურის ინფორმციით, ახალ ვიდეოსთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 157-ე მუხლით უკვე აღძრულია, რაც პირადი ცხოვრების ხელყოფას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)