|
2025-04-03 12:53:19, 581 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არიან და საბოლოოდ ყველაფრის გადახდა ჩვეულებრივ მომხმარებელს მოუწევს. კალასმა ეს განცხადება ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. „სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ. ნათელია, რომ ყველა ეს ტარიფი მომხმარებლისთვის ფასებს აძვირებს და, საბოლოო ჯამში, ყველაფერს ჩვენ ვიხდით”, - აღნიშნა კალასმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს ძალზე მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვთ აშშ-სთან თავდაცვის სფეროში. მისივე თქმით, ამავდროულად, ახლა უკვე საკუთარი თავდაცვის დოკუმენტის, „თეთრი წიგნის“ მქონე ევროკავშირი იმუშავებს საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად. „ჩვენ ასევე ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენს საკუთარ თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ახლა ბევრს ვყიდულობთ ამერიკელებისგან, მაგრამ უნდა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი პორტფელი, რათა გვქონდეს აქ წარმოების შესაძლებლობები - საბრძოლო მასალა და ნივთები, რაც აქ გვჭირდება - და ასევე შეგვეძლოს სხვა მოკავშირეებისგან ყიდვა, რათა გვქონდეს დივერსიფიცირებული პორტფელი ამ მხრივ”, - აღნიშნა კალასმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)