|
2016-03-14 11:26:46, 445 ნახვა
პოლიტიკა
თურქეთში სასამართლომ Facebook-ი და Twitter-ი დაბლოკა
თურქეთის დედაქალაქ ანკარის სასამართლომ სოციალური ქსელების Facebook-ის და Twitter-ის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, ეს გადაწყვეტილება ანკარაში გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ მიიღეს. ამის მიზეზი სოციალურ ქსელებში აფეთქების და დაღუპულების ამსახველი ფოტომასალები აიტვირთა. შეგახსენებთ, ანკარაში აფეთქება გუშინ საღამოს ადგილობრივი დროით, 18:40 საათზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, 34 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 125 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთი დაჯგუფებას არ აუღია. როგორც თურქეთის დაზვერვის სამსახურის წყარო იტყობინება, მთავრობა ეჭვობს, რომ თავდასხმა "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ან მასთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)