|
2025-04-02 12:19:21, 632 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - კარგი საკადრო შემადგენლობა გვყავს, ინტელექტუალური, დიდი გამოცდილების ადამიანები
რასაკვირველია, მართვის სისტემა განახლებას მოითხოვს. მშვენიერი საკადრო შემადგენლობა გვყავს. ინტელექტუალური, კარგი, ავტორიტეტული, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები არიან და ძალიან საინტერესო ცვლილებები ხორციელდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. ვოლსკის თქმით, ზოგადად, მთავრობაში გადანაცვლებები ახალი არ არის არც საქართველოში, არც მსოფლიოში. „არაადეკვატური შეფასებაა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს დროზე ადრე დაატოვეს თანამდებობა, იმ უზარმაზარი ამოცანების გათვალისწინებით, რაც ახალ სამინისტროს დაეკისრება. უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი მოლოდინია, რომ ეს სამინისტრო იქნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მაღალი მაჩვენებლების სამინისტრო. აქ რომ გადაგყავს ადამიანი მინისტრად და ამას უწოდებ სასჯელს, რასაკვირველია, ძალიან დიდი მონდომებაა ამისთვის საჭირო. იქმნება უწყება, რომელიც ერთ-ერთი წარმართავი იქნება იმ ვითარების, რომელიც საქართველოში არსებულ ხვალინდელ დღეს განაპირობებს და აქ ადამიანის გადაყვანა სწორედაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს“, – განაცხადა გია ვოლსკი. საკადრო ცვლილებების თანახმად, ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელსაც გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება, იუსტიციის მინისტრის თანამდებობას კი პაატა სალია დაიკავებს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)