|
2016-03-14 11:19:43, 404 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი ნადია სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ მოთხოვნას უერთდება
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უკრაინელი მფრინავის ნადია სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ მოთხოვნას უერთდება. უსუფაშვილი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, მთავრობას და რადას. „ვუერთდები საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას რუსეთის ფედერაციაში უკანონო პატიმრობაში მყოფი ოფიცრის, უკრაინის რადას და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრის ნადია სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ. სოლიდარობას ვუცხადებ სრულიად უკრაინელ ხალხს, უკრაინის მთავრობას, რადას წევრებს და ჩემს კოლეგას, ბატონ ვოლოდიმირ გროისმანს ამ რთულ ვითარებაში. მართალია, რთულია, გჯეროდეს დღევანდელი რუსეთის სასამართლო სისტემის სამართლიანობის, მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტოდ ძლიერი პოზიცია გავლენას იქონიებს ნაჩქარევად დაანონსებულ საბოლოო განაჩენზე“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)