04:01 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 13:09:38, 483 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ხაზარაძეზე - მას კონკრეტული როლი და ფუნქცია ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს

„როდესაც ხარ მართალი ადამიანი, ვერანაირი საგამოძიებო კომისია ან ვინმეს მხრიდან დაბარება ვერ შეგაჩერებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პროკურატურაში პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დაბარებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, მამუკა ხაზარაძეს არ აქვს სურვილი, საზოგადოებამ დაინახოს, თუ რას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში.

„როდესაც ხარ მართალი ადამიანი, ვერანაირი საგამოძიებო კომისია ან ვინმეს მხრიდან დაბარება ვერ შეგაჩერებს და, რა თქმა უნდა, გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. ამ ადამიანმა კარგად იცის თავისი წარსული, რა აქვს გაკეთებული - მას კონკრეტული როლი და ფუნქცია ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს. შესაბამისად, არ აქვს სურვილი, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, თუ რას აკეთებდა და რა კონკრეტული მისია ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics