22:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 11:00:58, 601 ნახვა

მსოფლიო
გრენლანდიის ახალი პრემიერი - შეერთებული შტატები გრენლანდიას არ მიიღებს

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიას მიიღებს, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: შეერთებული შტატები არ მიიღებს მას, - ამის შესახებ გრენლანდიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა.

მისი თქმით, გრენლანდიელები თავად გადაწყვეტენ საკუთარ მომავალს.

„ჩვენ სხვას არ ვეკუთვნით. ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს“, - აღნიშნა პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ მრეწველობისა და წიაღისეულის ყოფილმა მინისტრმა, 33 წლის იენს-ფრედერიკ ნილსენმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფიცი პარასკევს დადო.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შაბათს, NBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიას მიიღებს

„ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას. დიახ, 100%-ით. არსებობს კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენ ეს სამხედრო ძალის გარეშე მოვახერხოთ, მაგრამ არაფერს ვიღებ მაგიდიდან", - აღნიშნა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics