|
2016-03-13 15:15:06, 529 ნახვა
პოლიტიკა
ლევან შონია: არც მე, არც ჩემი ძმა და არც სხვა ნათესავები თხილის ბიზნესში ჩართული არ არიან
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ის ახლო ნათესავებთან ერთად ჩართულია თხილის ბიზნესში და აფხაზეთიდან თხილი გადმოაქვს: "ცალსახად ავღნიშნავ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რაც მიზნად ისახავს ჩემი, როგორც გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შელახვას, რასაც გარკვეული პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ იყენებენ. მსგავს თემებზე აპელირების დროს პოლიტიკური ძალები და მედია ახდენს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას, არ აქვთ ფაქტები, წყაროები და ხდება მხოლოდ იმის გაჟღერება რაც ოპონენტი პარტიების სურვილია. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე, არც ჩემი ძმა და არც სხვა ნათესავები ჩართული არ არიან თხილის ბიზნესში და არც 12 მარტს გადაცემა ბიზნეს კურიერში ნახსენებ ზუგდიდის ბაზრის ე.წ. ბიზნეს ინტერესებში. აქვე აღვნიშნავ, რომ სიუჟეტში ნეპოტიზმთან დაკავშირებით გაკეთებული აქცენტები, შეიცავდა მხოლოდ ბრალდებებს და იყო სიცრუე. ჟურნალისტს, როგორც ნეპოტიზმის, ასევე საკოლმეურნეო ბაზრის და თხილის საკითხის განხილვის დროს არ მოუყვანია მეორე მხარის პოზიცია. ჟურნალისტი ტელეფონით დამიკავშირდა, შეხვედრაზე ყოფნის გამო პრესსამსახურთან გადავამისამართე, თუმცა ამის შემდეგ თემის გარკვევა ჟურნალისტს არც პრესსამსახურთან და არც ჩემთან უცდია. სიუჟეტში მოხდა მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესის გატარება და რეალურად არ მომხდარა სიმართლის გამოკვლევა. ჟურნალისტმა არ სცა პატივი სიმართლეს, არ გამოიკვლია ის, არ გადაამოწმა ფაქტები და ენდო მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას და დაიცვა მისი ინტერესები. გადაცემა „ბინზეს კურიერში“ გასული ცალმხრივი და მიკერძოებული სიუჟეტის გამო, მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რადგან მიგვაჩნია, რომ დაირღვა ქარტიის პირველი მუხლი - ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)