|
2025-03-29 15:24:06, 1001 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ცეცხლის გახსნის ბრძანება სააკაშვილმა გასცა, რითაც სიკვდილისთვის გაწირა საკუთარი მოქალაქეები
ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანწუხელიძის სახელს ეფარებიან, არიან ანწუხელიძისა და სხვა გმირი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების მხარდამჭერები, რუსების სასარგებლოდ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მდინარაძე წერს, ბოლო „ორი დღეა, სწორედ აღნიშნულის გადაფარვას ცდილობენ ატეხილი ისტერიკით“. „ძალიან მწარე სიმართლე! ორი დღეა, სრული ისტერიაა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. გასაგებ მიზეზთან ერთად, მათ ძალიან აწუხებთ კომისიის გამოძიება აგვისტოს ომის თემაზე, სადაც: დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე. ამას თავად დავალების მიმღები გენერალი გოგავაც ადასტურებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, არ გააფრთხილა კოდორის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, რითაც სიკვდილისთვის გაწირა საკუთარი ქვეყნის ათასობით მოქალაქე. ომიდან ორი თვის თავზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც: აღიარეს ომის დაწყება! ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული! შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანწუხელიძის სახელს ეფარებიან, არიან ანწუხელიძისა და სხვა გმირი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების მხარდამჭერები, რუსების სასარგებლოდ! სწორედ ამის გადაფარვას ცდილობენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ატეხილი ისტერიით! P.S. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ვისაც მოუწია ჩემი და იმ ადამიანის მიმოწერის წაკითხვა, ვინც დაგეგმილი და ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში, ათობით ადამიანიდან ერთ-ერთმა, უსაზიზღრესი სიტყვებით, პირადი მიმოწერის დროს, დაიწყო შეურაცხყოფა და როგორც კი თქვა, რომ გოგო იყო (რისი წარმოდგენაც მის მიერ გამოყენებული სიტყვების გამო აქამდე შეუძლებელი მეგონა), ბუნებრივია, აღარ გავაგრძელე იმ ფორმით პასუხის გაცემა… საკმაოდ ვრცელი მიმოწერიდან მხოლოდ მცირე მონაკვეთი გაასაჯაროვა და მოიტყუა, რომ თითქოს, თავად არ იყო შეურაცხყოფის ინიციატორი. ზოგადად, ასეთი მდარე მანიპულაციებით საზრდოობს „ნაცური“ პიარი… კარგი იქნება ასეთმა ხალხმა გაათვიცნობიეროს, როგორი ფორმით, რაში და რისთვის იყენებენ ანწუხელიძეზე ომის დანაშაულის დამბრალებელი ანტიეროვნული ძალები!“ - წერს მდინარაძე.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)