09:47 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 13:17:41, 600 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით

ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით, ვერ გვეტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რისი გაკეთებაც არ არის ქართველი ხალხის ინტერესში - ადამიანები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ - მათი სიარული ძალიან ჰგავს ერთი კონკრეტული ცხოველის ბრუნვას და სირბილს ერთსა და იმავე წრეზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გერმანიის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ეს ყველაფერი მომდინარეობს ისევ და ისევ იმ ძალებისგან, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“ უწოდებს, ხოლო „ქართული ოცნება“ „გლობალური ომის პარტიას“.

„სამწუხაროდ, ადამიანები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ - მათი სიარული ძალიან ჰგავს ერთი კონკრეტული ცხოველის ბრუნვას და სირბილს ერთსა და იმავე წრეზე. ადამიანები საუბრობენ სანქციებზე და აწესებენ, მაგრამ ვერ მიხვდნენ ერთ რამეს, რომ ამ სანქციებს თავისი შედეგი უნდა ჰქონდეს და ამავდროულად, დამაშინებელი ეფექტის მქონე უნდა იყოს. ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით, ვერ გვეტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რისი გაკეთებაც არ არის ქართველი ხალხის ინტერესში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მომდინარეობს ისევ და ისევ იმ ძალებისგან, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“ უწოდებს, ხოლო ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“. როცა ჩვენი გუნდის ლიდერები საუბრობდნენ, რომ მომავალში, ევროპიდან, „დიფ სთეითიდან“ ზეწოლა გაძლიერდებოდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის თვალსაზრისით, ამის მაგალითებს ყველგან ვხედავთ. ამის მაგალითია - ბალტიელებისა და სკანდინავიელების მიერ გადაწყვეტილებები. შედეგი ერთი და იგივეა - არავის აინტერესებს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ. უბრალოდ, ეს ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტია, როცა რაღაც საკითხებზე ყველანაირი საფუძვლის გარეშე მსჯელობენ და ქვეყნის შიდა საქმეებში ხელებს აფათურებენ. ასეთ ქმედებებს თავი დაანებონ, რადგან ქართველი ხალხისგან ღირსეულ პასუხს მიიღებენ”,- განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, გერმანიამ საპროტესტო აქციების "ჩახშობაზე პასუხისმგებელ" ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვები დაუწესა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics