|
2016-03-12 13:33:29, 610 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში მარათონი „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, აღმაშენებლის გამზირზე მარათონი - „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა, რომელმაც სტარტი N24-ე სკოლიდან აიღო და მარჯანიშვილის მოედანზე გამარჯვებულების დაჯილდოებითა და ფლეშმობით დასრულდა. მარათონში, საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი ლადო ძნელაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. „მარათონი „ჩემი გაზაფხული“ ერთგვარ ტრადიციად იქცა, დღევანდელი მარათონით გვინდა მაგალითი მივცეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რაიონის მაცხოვრებლებს, რომ უფრო მეტად დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იყვნენ მუდმივად ფორმაში და აიმაღლონ განწყობა“,- განაცხადა ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ. მარათონის დაწყებამდე კი გაიმართა შეჯიბრება გარბენში, რომელშიც ჩუღურეთის რაიონის სკოლის მოსწავლეები და გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. მარათონი „ჩემი გაზაფხული“ პირველად 2015 წლის გაზაფხულზე ჩატარდა.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)