|
2016-03-12 13:21:48, 444 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები თეთრი სახლის წარმომადგენლებთან. ვაშინგტონში მიხეილ ჯანელიძე სენატსა და კონგრესში გამართავს შეხვედრებს. მათ შორის შეხვდება საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) თანათავმჯდომარეებს. მიხეილ ჯანელიძე ასევე გამართავს შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი კვლევითი ცენტრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მინისტრი ასევე სიტყვით გამოვა ატლანტიკურ საბჭოში. დაგეგმილია მინისტრის ინტერვიუები აშშ-ის წამყვან მედია საშუალებებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)