|
2025-03-23 15:49:37, 882 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტი ანი ჯობავა - გადაცემა ეთერში ჩემ გარეშე დაბრუნდა იმიტომ, რომ ჩემი აზრი გამოვხატე
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ანი ჯობავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომლითაც სამსახურიდან მისი გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება. სალამი, მე ანი ვარ ჯობავა, პირველი არხის დილის გადაცემის ჟურნალისტი" - აი ამ ტექსტით ალბათ ათასობით ადამიანს დავურეკე ბოლო 7 წლის განმავლობაში. 7 წელია საზოგადოებრივ მაუწყებელში, სხვადასხვა გადაცემაში და პოზიციაზე ვმუშაობ, მაგრამ ჩემი შტატი ბოლო წამამდე "ახალი დღის" ჟურნალისტი იყო. 7 წლის განმავლობაში, ბევრი ვისწავლე, ბევრი ვეცადე, ბევრიც გამომივიდა, ძალიან ბევრჯერ მატკინეს და დამამცირეს. დილის გადაცემის ჟურნალისტი მერქვა იმ წამამდე, სანამ გადაცემა ეთერში ჩემ გარეშე არ დაბრუნდა. "ჩემ გარეშეც" ისეთი ნათქვამია, ჯერ თათბირებს ჩამომაშორეს, მერე კომუნიკაციას და ასე ვიყავი თვენახევარზე მეტი. მერე პასუხი ოფიციალურად მოვითხოვე და აქაც "ტომ - პასუხი არ არის" ტომ სოიერის შესავალს დაემსგავსა ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე თვე. იცით რატომ ? იმიტომ რომ ჩემი აზრი გამოვხატე. აი ამ იგნორში, სულ რამდენიმე ადამიანმა გამოხატა სოლიდარობა. დანარჩენებმა ხან რა თქვეს, ხან რა. ზოგმა შენით გადაწყვიტეო, ზოგმა ჭკვიანად ყოფილიყავიო. გაბრაზებულზე მეტად ნაწყენი ვარ, იმ დუმილით წლობით ნაშენები კომუნიკაცია ვიღაცებმა მდუმარე პირამიდებად რომ აქციეს. უბრალოდ დუმდნენ. ერთ რამეს მივხვდი, ყველაზე ზუსტად ის გტკენს, ვინც კარგად გიცნობს. იმედია ეს არის ის სამართალი საკუთარი თავისთვის რომ გემეტებათ. საყვარელი საქმე წამართვეს და მაიგნორეს. არ ვიცი აქ დასრულდა თუ არა ჩემი ჟურნალისტობა, მაგრამ მადლობა ყველას ვინც ერთხელ მაინც მოისმინეთ ის ფრაზა. სალამი, მე ანი ვარ ჯობავა, პირველი არხის დილის გადაცემის ჟურნალისტი, რომელსაც არ დაუძახეს! - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ანი ჯობავა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)