|
2025-03-21 12:15:24, 432 ნახვა
პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი - აშშ-ს ესმის, რომ ირანის და ჩინეთის მეგობრები ვერ იქნებიან აშშ-ს მეგობრები
,,ქართული ოცნების" პირობებში ამერიკათან ურთიეღთობების გადატვირთვა ვერ მოხდება - ამის შესახებ, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამას ცხადყოფს "ოცნების" მიერ არაერთხელ გაკრიტიკებული სენატორი რიშის მაგალითიც, რომელსაც ტრამპმა ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა. ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის, ჩინეთის და ირანის მეგობარი "ოცნება" ამერიკის მეგობარი ვერასდროს გახდება. ვხედავთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც არალეგიტიმური, რუსული ოცნების წარმომადგენლები მუდმივ შეურაცხყოფას აყენებენ და წარმოუდგენელი ლექსიკით საუბრობენ მათზე, ეს ადამიანები არათუ რჩებიან აშშ-ში მაღალ თანამდებობებზე, არამედ მათ აქვთ ურყევი მხარდაჭერა უკვე ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და ასეთია, მათ შორის, ბატონი რიში. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ვერანაირი გადატვირთვა და ურთიერთობების განახლება „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერ მოხდება აშშ-თან, იმიტომ, რომ მათთვის ძალიან კარგად არის გასაგები, რომ ირანის, ჩინეთის და რუსეთის მეგობრები ვერ იქნებიან ამავდროულად ამერიკის მეგობრები. „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას ძალიან ზუტად აქვს დანახული, ვინ ვინ არის, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)