|
2025-03-20 19:15:34, 1021 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირისგან ვითხოვთ სამართლიან მიდგომას
რუმინელ კოლეგებს გავუზიარეთ ჩვენი წუხილები. ვუთხარით, რომ ერთადერთი, რასაც ჩვენ ევროკავშირისგან ვითხოვთ, არის საქართველოს მიმართ სამართლიანი მიდგომა და ვითხოვთ იმ პრობლემების, მუქარების, რისკების გაანალიზებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონში ვითარდება, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჟურნალისტებს განუცხადა. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველოს მხრიდან არის სრული მზაობა, იმუშაოს ევროკავშირში სრულფასოვან ინტეგრაციაზე. „სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან კეთდება ხოლმე ხანდახან არაერთგვაროვანი განცხადებები, თუნდაც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომ ერთი მხრივ, როდესაც შენ მშვიდობიან საპროტესტო აქციას ეძახი მაგალითად, მაშხალების სროლას, პოლიციელებზე შეტევას და პარლამენტის შენობის დაზიანებას, მეორე მხრივ, ბევრად უფრო ნაკლები ხარისხის შეტევა იყო ევროკავშირის ოფისზე სოფიაში, წარმოჩენილია როგორც ვანდალიზმი. ეს არის ორმაგი სტანდარტების გამოვლინება. შესაბამისად, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ფაქტების სწორი ინტერპრეტაცია მოხდეს. რუმინელ კოლეგებს ვუთხარით, რომ მას შემდეგ, რაც ფარა-ს მივიღებთ მესამე და საბოლოო მოსმენით, გამჭვირვალობის კანონი უქმდება. ფარა-სთან დაკავშირებით ჩვენ ვერავისგან ვერ მოვისმინეთ, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო აქვთ. ახლა უკვე საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რადგან თუ ისინი გულწრფელად მხოლოდ ამ კანონის გამო იყვნენ აღშფოთებული და ამ კანონის გამო იყო ეს პროცესი შეჩერებული, მაშინ ეს კანონი აღარ იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ამასთან, როგორც სამხარაძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა რუმინელ კოლეგებთან ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე. „რუმინელ კოლეგებს ვთხოვე, ნატო-ში განიხილონ საქართველოს ნატო-ში წევრობის პერსპექტივა მაშინ, როდესაც უკვე ძალიან ღიად არის ნათქვამი, მათ შორის აშშ-ის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უკვე აღარ განიხილება, რომ ამ ვითარებაში რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ვთხოვე, რომ ამაზე გვქონდეს ძალიან გულწრფელი და ღია დიალოგი, რათა საბოლოოდ ვიცოდეთ, ნატო-ს წევრ ქვეყნებს და მოკავშირეებს ზოგადად რა პოზიცია აქვთ. რუმინული მხარე დამპირდა, რომ ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს ნატო-ს შეხვედრებზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)