|
2025-03-20 14:21:04, 712 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ვიდრე ხალხის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა, მანამდე არანაირ თვითმმართველობის არჩევნებს არ განვიხილავთ
ვიდრე ხალხის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა, მანამდე არანაირ თვითმმართველობის არჩევნებს არ განვიხილავთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები ქართველი ხალხის გვერდით დგანან. „რაღაც გასართობად ექცა რეჟიმს, „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი. თვითმმართველობის არჩევნებამდე ლამის 7 თვეა დარჩენილი, მაშინ როცა ქუჩაში 110 დღეზე მეტია ადამიანები გამოსულები არიან და ითხოვენ -ხელახალ არჩევნებს, მოძალადეების დასჯას და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვართ ხალხთან ერთად, ეს დევს ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის მაგიდაზე და სხვა საკითხებს არ განვიხილავთ. ჩვენ ვართ ხალხთან ერთად და ხალხის მოთხოვნებს ვეთანხმებით. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ვინც აქციებს უთანაგრძნობს, ვინც ხალხთან ერთად არის, დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკური პარტიის პოზიცია არის იგივე. ის პარტიები, რომლებიც უთანაგრძნობს ხალხს და რომელიც არის პროტესტში, არანაირ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. მე ასე ვიცი და სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ვიდრე ხალხის მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნების ჩატარება, [მანამდე] არანაირ თვითმმართველობის არჩევნებს არ განვიხილავთ. ვინც უნდა იყოს პოლიტიკურ ჩიხში, ეს რეჟიმია. მათი პოლიტიკური დიაპაზონი ე.წ. პარლამენტში იწყება და სოლოლაკის სასახლესთან მთავრდება, სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი კი ამ ხალხს არ აქვს. თუ ვინმე არის შეშინებული, ეს ბიძინა ივანიშვილია. ამ კრიზისის ფონზე მმართველი პარტიის „რეალური თავმჯდომარე“ სადმე [საჯაროდ] გამოვიდა? ერთი განცხადება გაგიგიათ ბიძინა ივანიშვილის? ყველამ კარგად ვიცით შეშინებული და დამფრთხალი ვინც არის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)