22:29 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 18:25:57, 493 ნახვა

პოლიტიკა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ინტერნეტსივრცეში პირად ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტს ეხმაურება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ინტერნეტსივრცეში პირად ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტს ეხმაურება.

ინსპექტორი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო ორგანოები ოპერატიულად გამოიძიებენ არა მხოლოდ ჩანაწერის გავრცელების, არამედ წარმომავლობისა და აუთენტურობის საკითხს.

 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმაურება დღეს, დისკრედიტაციის მიზნით ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტს.

ინსპექტორი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო ორგანოები ოპერატიულად გამოიძიებენ არა მხოლოდ ჩანაწერის ინტერნეტსივრცეში გავრცელების, არამედ ჩანაწერის წარმომავლობისა და აუთენტურობის საკითხს.

მიუხედავად იმისა, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მოხდა მასალაზე წვდომის შეზღუდვა, ინსპექტორი მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მასალა ხელმისაწვდომი გახდა, თავი შეიკავონ ვიდეომასალის შემდგომი გავრცელებისგან, რათა პირადი ცხოვრების ხელყოფის გამო უფრო მეტი ზიანი არ მიადგეს ჩანაწერში ასახული პირების და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics