|
2025-03-18 20:20:01, 677 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - გახარიას პარტია ან პარლამენტიდან გამოვიდეს, ან ოპოზიციის ლანძღვას შეეშვას
პოლიტსაბჭოზე გადაწყვეტილება მივიღეთ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება შემდეგს – არცერთი ნაბიჯი უკან არავისთან. ვინმეს თუ ერთიანობა სურს, ჩვენ მზად ვართ. ჩვენი ქვეყანა არის გადასარჩენი და შესაბამისად, ყველა დისკუსიისთვის მზად ვართ, სადაც რეალური ერთიანობა იქნება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” უკვე წლებია, ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობას” ესხმიან თავს. „ჩვენი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაა – არცერთი ნაბიჯი უკან და მათ შორის, ყველა ე.წ. ოპოზიციონერს გაეცემა პასუხი მათ ქმედებებზე. „ნაციონალური მოძრაობა” უკვე წლებია, ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობას” ესხმიან თავს, ამიტომ, ყველამ პირი გამოირეცხოს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაზე” ისაუბრებენ. ჩვენი მომდევნო პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან. დარწმუნებული ვარ, რომ გაზაფხულზე დაიწყება აქციების მეორე ფაზა, აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში, განსაკუთრებით დედაქალაქში, სადაც ძალიან მძიმე ბრძოლები გველოდება. როგორც აღვნიშნე, პოლიტსაბჭოზე გადაწყვეტილება მივიღეთ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება შემდეგს – არცერთი ნაბიჯი უკან არავისთან! ვინმეს თუ ერთიანობა სურს, ჩვენ მზად ვართ, არც პარტიის ლოგოზე არ გვაქვს გართულება, არც სახელზე, არც ნომერზე, ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ჩვენი ქვეყანა არის გადასარჩენი და შესაბამისად, ყველა დისკუსიისთვის მზად ვართ, სადაც რეალური ერთიანობა იქნება და არა ის, რომ ჩვენ იქეთ ყველას ვეფეროთ, 13 წელი ჩვენს კისერზე გადაიარა ყველაფერმა, ზოგი ორი დღეა, რაც ოპოზიციაში და, იმათმა იქიდან ტალახი გვესროლონ, ასე არ გამოვა. 13 წელი ჩვენს თავზე წისქვილის ქვა დატრიალდა, თქვენ ახლა ორი დღეა, ოპოზიციაში ხართ და მოდი, ერთიანი ვიყოთ და იმათმა, ქვა და ტალახი გვესროლონ, არ გამოვა ასე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ამ განცხადებაში გიორგი გახარიას გულისხმობს. „არაა დასამალი, რომ გახარიას ვგულისხმობ; დღე-ნახევარია ოპოზიციაშია და პარლამენტიდან არ გამოდიან, წადით და ჰკითხეთ, რატომ არ ტოვებენ პარლამენტს, თუ არალეგიტიმურია. ფინანსებზე ბუტბუტებენ, მაგათმა რომ ფული მოიპარეს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ისეთი უნდა. რაღაცა ქნას, ან პარლამენტიდან გამოვიდეს, ან ოპოზიციის ლანძვას შეეშვას, ან ერთიანობას დათანხმდეს. რაღაც მოქმედებას არ აკეთებს. მაშინ, საზოგადოებამ მარტივად უნდა განასხვაოს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ არის ბიძინას კარის ოპოზიციონერი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)