|
2025-03-18 18:28:28, 531 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - არჩევანი მარტივია: სახელმწიფოს შენარჩუნებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას ან სახელმწიფოს დაკარგვასა და რუსეთის იმპერიაში დაბრუნებას შორის
ევროკავშირს სურს ქართველი ხალხი იხილოს ევროკავშირში, ამას „ქართული ოცნება“ ყველა შესაძლო ხერხით ხელს უშლის, ცდილობს, რომ ისე დააშოროს საქართველო ევროკავშირს, ვეღარასდროს აიხდინოს ქართველმა ხალხმა ოცნება, რომელიც თაობებს ჰქონდათ - დავბრუნებულიყავით ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი ზრუნავს იმაზე, რომ იზარალოს არა ქართველმა ხალხმა, არამედ ხელისუფლებამ. „შევხვდით ლიეტუვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს. მასთან გვქონდა საუბარი შექმნილ ვითარებაზე საქართველოში, საქართველოს ირგვლივ, ევროპაში, ევროკავშირში. ასევე, ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი რა ზეგავლენას ახდენს მიმდინარე პროცესებზე, ვისაუბრეთ იმაზე თუ რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოჩინდეს ქართველი ხალხის ნება ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს 31 მარტს დაგეგმილი მნიშვნელოვანი მანიფესტაცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის 34-ე წლისთავს. მნიშვნელოვანი მანიფესტაციაა, მნიშვნელოვანი ეტაპია ამ პროტესტში, ბრძოლაში, რომელსაც ქართველი ხალხი აწარმოებს სახელმწიფოს დასაბრუნებლად, ახალი არჩევნების მოსაპოვებლად. ვფიქრობ, რომ ევროკავშირი გამომდინარე იმ ურთულესი მდგომარეობიდან, რომელიც შექმნილია გეოპოლიტიკურად, პირველ რიგში, ზრუნავს იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა არ იზარალოს და თუ ვინმე იზარალებს, იზარალოს იმ ხელისუფლებამ და იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებსაც ბრალი მიუძღვით იმაში, რომ ახლა საქართველო ვერ იყენებს უნიკალურ შანსს ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით და პირიქით, შორდება ევროკავშირს მაქსიმალურად. ეს არის „ქართული ოცნების“ მიზანდასახული მოქმედებების შედეგად. ამ ვითარებაში აუცილებელია, რომ ყოველთვის გვქონდეს მუდმივი კომუნიკაცია თანამოქალაქეებთან, მათ დაინახონ რეალობა. რეალობა არის ის, რომ ევროკავშირს სურს ქართველი ხალხი იხილოს ევროკავშირში, ამას „ქართული ოცნება“ ყველა შესაძლო ხერხით ხელს უშლის, ცდილობს, რომ ისე დააშოროს საქართველო ევროკავშირს, ვეღარასდროს აიხდინოს ქართველმა ხალხმა ოცნება, რომელიც თაობებს ჰქონდათ - დავბრუნებულიყავით ევროპულ ოჯახში. არჩევანი აქ მარტივია - სახელმწიფოს შენარჩუნებასა და მის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას შორის ან სახელმწიფოს დაკარგვასა და კვლავ რუსეთის იმპერიაში დაბრუნებას შორის. ეს არჩევანი ქართველ ხალხს გაკეთებული აქვს, უბრალოდ, ყველამ უნდა გაითავისოს, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს უნიკალური შანსი არ დავკარგოთ“,-განაცხადა ჯაფარიძემ.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)