|
2025-03-18 13:43:03, 871 ნახვა
ეკონომიკა
,,ჯინო ჰოლდინგი“ თბილისის ზღვაზე საცხოვრებელ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს „თბილისის ბულვარს“ აშენებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, „ჯინო ჰოლდინგი“ თბილისის ზღვაზე, ჯინო აკვაპარკის მიმდებარედ, საცხოვრებელ გამაჯანსაღებელ კომპლექსს „თბილისის ბულვარს“ ახორციელებს. ჯამში პროექტი 30 ჰექტარ მიწაზე განაშენიანდება, აქედან მშენებლობის პირველი ფაზა 12 000 კვ.მ.-ს მოიცავს და პირველი ეტაპის ჯამური ღირებულება 14.5 მილიონ დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 10.5 მილიონ დოლარს შეადგენს. აღნიშნული კომპლექსი საცხოვრებელ ბინებს, 5*იან სასტუმრო კომპლექსებს, აპარტ ჰოტელს, ბიზნეს ცენტრს, სამედიცინო და სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელ ცენტრს, აკვაპარკს, სავაჭრო ცენტრს, სამედიცინო კლინიკას, ღია ამფითეატრსა და სხვადასხვა გასართობ სივრცეებს მოიცავს, მათ შორის: ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, პადელის, ჩოგბურთის მოედნებს, ველობილიკებს, სავარჯიშო დარბაზებსა და სხვა სივრცეებს. გარდა ამისა, კომპლექსის ტერიტორიაზე იგეგმება სკოლისა და საბავშვო ბაღის გახსნა. აღნიშნულ პროექტს „ჯინო ჰოლდინგი“ ახორციელებს. ქართულ დეველოპერულ ბაზარზე „თბილისის ბულვარი“ -ის პროექტი ადამიანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას შეცვალონ ყოველდღიური სტრესით და რუტინით დატვირთული ცხოვრება, სრულიად ახალი, განუმეორებელი გარემოთი. თბილისის ზღვაზე უკვე დაიწყო „თბილისის ბულვარის“ მშენებლობა, რომელიც გამოირჩევა ყველა იმ სიკეთით რაც ზღვას, უნიკალურ ტყე-პარკს, ეკოლოგიურად სუფთა და დაცულ გარემოს აქვს. კურორტში ყველაფერი, რაც სრულფასოვანი ცხოვრებისთვისაა საჭირო. ჩვენი მიზანია შევქმნათ ჯანსაღი გარემო, რომელიც მორგებულია როგორც ურბანული ცხოვრების მოყვარულთათვის, ასევე მათთვის, ვინც ესწრაფვის მშვიდ, ოჯახურ იდილიას“, - განაცხადა „ჯინო ჰოლდინგის დამფუძნებელმა, ნოდარ გიორგაძემ „საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერია და ჩვენი ჩართულობით, ამ მიმართულებით, არაერთი პროექტი განხორციელდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი, „ჯინო ჰოლდინგი“ საქართველოში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს „თბილისის ბულვარს“ ახორციელებს. აღნიშნული პროექტი სიახლეა ქართულ სამშენებლო ბაზარზე, რადგან ის მოიცავს როგორც საცხოვრებელო, ასევე საინვესტიციო, გასართობი, დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად კომპანია მზის ენერგიის გამოყენებას გეგმავს, რისთვისაც თითოეული შენობის სახურავზე მზის პანელების დამონტაჟებას აპირებს. ჩვენთვის მწვანე მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ამიტომ განსაკუთრებით საამაყოა, რომ მსგავსი პროექტის განხორციელებაში ჩვენც შეგვაქვს ჩვენი წვლილი. მიგვაჩნია, რომ „თბილისის ბულვარი“ ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება და მას ხშირად ესტუმრებიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორები. წარმატებებს ვუსურვებ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და მხარდაჭერას“, - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)