|
2016-03-11 18:01:06, 449 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ პაპავა: ერთადერთი გამოსავალია, რომ პროცედურა დასრულდეს
„გამოსავალი ერთია, მოქმედება კანონისა და წესდების ფარგლებში“, - ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა. პაპავა ამბობს, რომ კანონიდან გამომდინარე პროცედურა უნდა დასრულდეს. მისივე განმარტებით, პროცედურის დასრულების მექანიზმია ის, რომ თუ გიორგი გაფრინდაშვილი მოხსნის კანდიდატურას, მაშინ საკითხი აკადემიურ საბჭოზე გადაინაცვლებს და მას ექნება უფლება ახალი კონკურსი გამოაცხადოს. თუმცა, თუ კი გაფრინდაშვილი კანდიდატურას არ მოხსნის სენატის სხდომა უნდა შედგეს და მიიღოს გადაწყვეტილება. ვლადიმერ პაპავას განცხადებით, მას ბოლო პერიოდში გიორგი გიორგი გაფრინდაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია. „გამოსავალი ერთია, მოქმედება კანონისა და წესების ფარგლებში. სხვა გზა არაა. არანაირი შეხება გაფრინდაშვილთან ბოლო ხანებში არ მქონია. სენატის გადასაწყვეტია მოვლენ თუ არა სენატის წევრები, თუ მოვლენ და ჩათვლიან, რომ უნდა შეხვდნენ რექტორს. მე აქ ვარ და დაველაპარაკები. უნივერსიტეტის მხრიდან ყოველთვის არის მზაობა იმისათვის, რომ იყოს ავტონომიური და მაქსიმალურად დამოუკიდებელი. წესებიდან და კანონიდან გამომდინარე პროცედურა უნდა დასრულდეს“, - განაცხადა პაპავამ. რაც შეეხება , პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოთხოვნას, პაპავას თქმით, არჩევნები აუცილებლად გამჭვირვალე იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)