10:59 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 17:49:48, 851 ნახვა

საზოგადოება
გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია „არა შანტაჟს!“ გაიმართება.

აქცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით Facebook-ში დაიგეგმა.

როგორც აქციია ორგანიზატორის „ქალთა მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული, როგორც პოლიტიკური, ასევე, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება.

„ფარული ჩანაწერების კიდევ ერთხელ გავრცელება ნათლად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პირადი ცხოვრებით ადამიანების შანტაჟის მცდელობასთან.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კადრების გავრცელება უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას.

შესაბამისად, როგორც პოლიტიკური, ასევე, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება, მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა ჩანაწერების გაკეთება.

ჩვენ აღარ ვაპირებთ მოვითმინოთ ადამიანების პირადი ცხოვრებით მანიპულირება,

აღარ ვაპირებთ მოვითმინოთ სპეკულაციები და შანტაჟი!

მოვითხოვთ, სასწრაფოდ დადგეს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკიხი! მათ შორის პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, პროკურატურის და სუსის!

მოდი დღეს რვა საათზე,ს აქართველოს კანცელარიასთან!

არა შანტაჟს! არა მანიპულაციას! არა სპეკულაციას!“, - ნათქვამია „ქალთა მოძრაობის“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics