|
2016-03-11 15:38:08, 700 ნახვა
საზოგადოება
გიგი წერეთელი: მსხვილი მოთამაშის გამოჩენა, თუკი მას აქვს ბევრი მედიკამენტის შემოტანის რესურსი, ბევრად უკეთესია მომხმარებლისთვის
ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასი იკლებს. ფანასკერტელის ინდექსის კვლევას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ახორციელებს. მათი შეფასებით, ნოემბრიდან თებერვლამდე წამლების ფასის კლების ტენდენცია შეინიშნება. ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და მედიკამენტების ფასებზე საპარლამენტo უმცირესობის წევრი, გიგი წერეთელი გვესაუბრა: აფბას-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მედიკამენტების ბაზარზე ბოლო 4 თვის განმავლობაში ფასები იკლებს (ორგანიზაცია ყოველთვიურ რეჟიმში აკვირდება 200 ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტის ფასს). რამდენად ეთანხმებით ამ კვლევის შედეგებს? კვლევას არ ვიცნობ, არც მის მეთოდიკას, არ ვიცი რა სეგმენტია გამოკვლეული. თუკი ფასები იკლებს კონკურენციის გამო და არა უხარისხო მედიკამეტების ხარჯზე, კარგია. წამლების ფასი ძალიან მაღალია და მოსახლეობას უჭირს შეძენა. როდესაც სამედიცინო სერვისების მოხმარება იზრდება, პარალელურად იზრდება მედიკამენტების მოხმარებაც. ამას მიაქვს საოჯახო შემოსავლების დიდი ნაწილი. ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის ჰუმანითი ჯორჯია შემოვიდა. რამდენად იქონია ფასების შემცირებაზე გავლენა ამ კომპანიის გამოჩენამ? ჯანსაღი კონკურენციის პირობებში თუ ფასები შემცირდება, მე ამას მივესალმები. არ მგონია, რომ მოსახლეობას წამლების გაიაფების განცდა აქვს. როდესაც პარალელური იმპორტი დაიშვა და გამარტივდა შემოტანილი მედიკამენტების რეგისტრაცია, მაშინ მსოფლიო ბანკის კვლევა დაიდო, რომელიც, დამეთანხმებით, ავტორიტეტული ორგანიზაციაა. იმ კვლევაში მაშინ კარგად ჩანდა ფასების მკვეთრი შემცირების ტენდენცია. ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენა რა გავლენას მოახდენს არსებულ მდგომარეობაზე? გაიზრდება თუ არა კონკურენცია? წესით, რაც მეტად იზრდება კონკურენცია, ფასები უფრო სტაბილურია. თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება ისევ კარტელური შეთანხმებები და ძირითადი მოთამაშეები ერთმანეთში ფასებზე არ გარიგდებიან, რაზე ასწიონ ან დასწიონ, როგორ არეგულირონ ისინი. მსხვილი მოთამაშის გამოჩენა, თუკი მას აქვს შესაბამისი რესურსი, ბევრი მედიკამენტი შემოიტანოს და ამით რაღაც შეცვალოს ბაზარზე, ბევრად უკეთესია ბაზრისთვის, მომხმარებლისთვის. ჰუმანითის ფოკუსირება ინდურ იაფ გენერიკებზე რამდენად შეცვლის ვითარებას, არ ვიცი. მედიკამენტი ისეთი რამაა, ადამიანები ცდილობენ უკანასკნელი თანხები მოიძიონ და ხარისხიანი წამალი შეიძინონ. მნიშვნელოვანია, იყოს სხვა მოთამაშეც, რასაც ქართული ფარმაცევტული ბაზარი აიტანს. იგი ხარისხიანი მედიკამენტით უნდა იყოს გაჯერებული და ხარისხის კონრტოლიც გასათვალისწინებელი ფაქტორია. თავისუფალ ბაზარზე, როგორც წესი, სახელმწიფო ან მკაცრ რეგულაციას აწესებს, ან კონკურენციას უწყობს ხელს. ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლის ხელშეწყობით, სახელმწიფო კონკურენციას ახალისებს. როგორ შეაფასებთ, სახელმწიფოს ამ ნაბიჯს, ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლით თავისუფალმა კონკურენციამ თავად უზრუნველყოს ფასების დაწევა მედიკამენტებზე? ფარმაცია რეგულაციის გარეშე ვერ იქნება. ჰუმანითისთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს ინტერესი. 30 მილიონი თანაინვესტირება ხდება ამ საქმეში. ვფიქრობ ეს არ არის სწორი გზა, რადგან იგი აჩენს საკუთარ ფავორიტს. ამას სჭირდება მეტი ტრანსფარანტულობა და კონტროლი საზოგადოების მხრიდან, რომ სეგმენტების მონოპოლიზაცია არ მოხდეს, რაც ფასების გაზრდას გამოიწვევს. უხარისხო მედიკამენტი არ უნდა შეფასდეს როგორც ხარისხიანი და მხოლოდ დაბალი ფასის გამო არ მოხვდეს ბაზარზე.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)