|
2016-03-11 13:17:42, 725 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
აშშ–ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკში შემავალ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში შეხვედრები გამართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა IBRD–ის ვიცე–პრეზიდენტს მარიამ შერმანსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე–პრეზიდენტს დიმიტრის ციცირაგოს გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში ტარდება ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით. „მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან განვიხილეთ ჩვენი მიმდინარე რეფორმები, მათ აღგვითქვეს ყველანაირი მხარდაჭერა ამ რეფორმების გატარებაში. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია არის კერძო სექტორში ინვესტიციების განმახორციელებელი ინსტრუმენტი, მათ საქართველოში 350 მილონზე მეტი ინვესტიციების პორტფელი აქვთ და კიდევ აგრძელებენ ინვესტირებას. რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, ის 1992 წლიდან საქართველოში იმყოფება და არის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)