06:47 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 11:04:41, 527 ნახვა

მსოფლიო
დღეს კანადაში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს კანადაში შეხვედრას გამართავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ შეხვედრა დონალდ ტრამპსა და აშშ-ის მოკავშირეებს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე იმართება, რაც გამოწვეულია უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის ცვლილებასთან და ტარიფების დაწესებასთან.

შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა ასევე დაესწრება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი.

დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და კიევის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციის მიღება.

Reuters-ის ინფორმაციით, შეხვედრის წინ, რომელიც წელს პირველად იმართება მას შემდეგ, რაც კანადა თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, შეთანხმებული ყოვლისმომცველი საბოლოო განცხადების შემუშავება რთული იყო.

Reuters-ი ასევე წერს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესებაზე მაშინვე მოჰყვა საპასუხო ზომები კანადისა და ევროკავშირის მხრიდან, რაც ხაზს უსვამს აშშ-სა და მის პარტნიორებს შორის არსებულ დაძაბულობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics