|
2016-03-11 12:27:21, 383 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრმა პრემიერს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელიც „მოქალაქეობის შესახებ" კანონსა და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად აღარ უნდა შეუწყდეს, როგორც ამას დღეს ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს. მისივე შეფასებით, ეს ევროპულ ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა და მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოშიც უნდა იყოს მიღებული. პრემიერმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ამ თემას განიხილავს. „ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბევრი სხვა საკითხი განვიხილეთ. ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესებსა და შესაძლო სამომავლო თანამშრომლობაზე",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)