17:14 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 11:02:54, 589 ნახვა

პოლიტიკა
დღეს, 19:00 საათზე ილიაუნის A კორპუსში სტუდენტური მოძრაობა დაუმორჩილებლობის აქციას გამართავს

დღეს, 19:00 საათზე ილიაუნის “ა” კორპუსში სტუდენტური მოძრაობა დაუმორჩილებლობის აქციას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს.ისინი წერენ, რომ არ ცნობენ არალეგიტიმური ხელისუფლების დრაკონულ კანონებს, თავიანთი სივრცის გამოყენებისთვის კი ნებართვა არ სჭირდებათ.

"10 მარტს, ილიაუნის "ა" კორპუსში გელოდებით დაუმორჩილებლობის აქციაზე!

ნათელი ხდება ის, რომ სისტემა კიდევ უფრო ამკაცრებს თვითგამოხატვის შეზღუდვებს. რეპრესიულმა რეჟიმმა საუნივერსიტეტო სივრცეშიც ასე ხისტი ფორმებით შემოაღწია. თეატრალურ უნივერსიტეტში შეჭრა და სტუდენტების იძულებით გამოყვანა ცხადყოფს, რომ სისტემა უკან არც ამგვარ ამორალურ ქმედებებზე დაიხევს. შეგახსენებთ, რომ ჩვენ არ ვცნობთ არალეგიტიმური ხელისუფლების დრაკონულ კანონებს, ჩვენი სივრცის გამოყენებისთვის კი არ გვჭირდება არანაირი ნებართვა.

უნივერსიტეტი ეკუთვნის სტუდენტებს, ყველა სახელმწიფო შენობა ეკუთვნის ხალხს. ჩვენი პროტესტი კიდევ უფრო ძლიერდება, რეპრესიები კი მხოლოდ და მხოლოდ გვაბრაზებს", — ნათქვამია ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics