|
2016-03-10 20:03:27, 958 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ასათიანი ბაჩო კიკაბაძეს ახალი ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის ტელეკომპანიის შენობას გადასცემს
ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მფლობელი მაკა ასათიანი ტელეარხ "მაესტრო 24"-ის მაუწყებლობის დაწყების გადაწყვეტილებას მიესალმება. ასათიანი ამბობს, რომ ის მზადაა ყველაფერი გააკეთოს მაესტროს გადასარჩენად და თანახმაა შენობა, საიდანაც მაესტრო მაუწყებლობს იმ ტელევიზიას გადასცეს, რომელზეც ბაჩო კიკაბიძე საუბრობდა. ჩემთვის ცნობილია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც დაიწყო რეიდერული შეტევა მაესტროზე, ი. კიკაბიძე, როგორც მაესტროს ერთ–ერთი დამფუძნებელი პარტნიორი, თავს იკავებდა აემოქმედებინა თავისი ლეგიტიმური უფლებები მაესტროს ლოგოზე და ასევე დამოუკიდებელი ტელეარხის ავტორიზაცია, რომელიც დიდი ხანია გააჩნია მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი არ შეშლოდა მაუწყებლობას. თუმცა, მას შემდეგ, რაც ხელების გადაგრეხვით და სრულიად უკანონოდ გიორგი გაჩეჩილაძემ მოიპოვა მაესტროს საკონტროლო პაკეტი, ამჟამად კი ახალი დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე არაორაზროვნად აცხადებს, რომ აკეთებს ახალ ტელევიზიას, ახალ ადგილას, ბუნებრივია, რომ მაესტროს გადარჩენისათვის ბაჩო კიკაბიძის მხრიდან გადადგმული იქნეს ეს სამართლიანი ნაბიჯი. მით უფრო სასიხარულოა, რომ მან თანამშრომლობისათვის მიმართა მამუკა ღლონტსაც. ვინაიდან მეც ვთვლი, რომ აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი მაესტროს გადასარჩენად, ვაცხადებ მზადყოფნას და თანხმობას, რომ გადავცე ბაჩო კიკაბიძის ტელეკომპანიას შენობა ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის." - ნათქვამია მაკა ასათიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)