|
2016-03-10 19:30:29, 402 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკური დიალოგი ჩვენ პარტნიორებთან ევროპაში იქნება ის, რაც ვიზალიბერალიზაციის პროცესს ბოლომდე დაასრულებს
"პოლიტიკური დიალოგი ჩვენ პარტნიორებთან ევროპაში იქნება ის, რაც რეალურად ამ პროცესს ბოლომდე დაასრულებს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე, საკანონმდებლო ინიციატივას გულისხმობს. "პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესი ძალიან ახლოს არის და ნაცნობია მთელი ქართული საზოგადოებისათვის, იმიტომ, რომ როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ისევე საზოგადოება, მთლიანად ძალიან ბევრს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ მკვეთრი და გაბედული ნაბიჯები გადაიდგას ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში. პირველი ეტაპი ამ სამუშაოსი, რომელიც ეხება ვიზალიბერალიზაციას წამატებით იქნა გადალახული. ბუნებრივია ახლა პროცესი ბოლომდე არ არის ჯერ მიყვანილი. პოლიტიკური პროცესი ჯერ კიდევ წინ არის. ჩვენ უნდა ყველამ გავიაზროთ, რომ როგორც აქტიურად ვიმუშავეთ პირველ ფაზაზე, ასევე ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ ამ პოლიტიკურ პროცესშიც, იმიტომ, რომ პოლიტიკური დიალოგი ჩვენ პარტნიორებთან ევროპაში იქნება ის, რაც რეალურად ამ პროცესს ბოლომდე დაასრულებს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)